გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „კოკაინი“ და 100 გრამი „კლეფედრონი“

27-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი: 1980 წელს დაბადებული მ.ც. და 1991 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


„მათ ბრალი ედებათ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში.


სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მითითებული ადგილიდან, სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ნახევარ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, 100 გრამი „კლეფედრონი“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.