გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აჭარის პოლიციამ ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავა

28-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 1977 წელს დაბადებული ლ.ფ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორმა ლ.ფ.-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ათეულობით მოქალაქის კუთვნილ თანხა თაღლითურად მიითვისა. ბრალდებული მოქალაქეებს საზღვარგარეთ ტურების დაგეგმვას დაჰპირდა, რაც არ შეასრულა. მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 218 427 ლარი შეადგინა.

„სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ფ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.