გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

საპატრულო პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 57 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

28-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ზ.ო. დააკავეს.

„პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ზ.ო.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან დიდი ოდენობით - 57 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.