გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რუსთავში გამართულ შეხვედრაზე ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე პროექტები განიხილეს

1-03-2026

შპს „საქართველოს მელიორაციის“ ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა ილია ლეკიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფის შესახებ.


„წყალმომხმარებლებთან კონტრაქტების გაფორმების პროცესი გამჭვირვალედ და ეტაპობრივად მიმდინარეობს; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსახლეობის დროულ და სრულყოფილ ინფორმირებას. წყალმომხმარებლებთან სამელიორაციო მომსახურების თაობაზე დროულად გაფორმებული განრიგი უზრუნველყოფს სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას, სისტემის გამართულ ექსპლუატაციასა და ინფრასტრუქტურის მდგრად განვითარებას, რაც, საბოლოოდ, თითოეული ფერმერის და მთლიანად რეგიონის ინტერესს ემსახურება“, - აღნიშნა ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა ილია ლეკიაშვილმა.


შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობა პირდაპირ კავშირშია მოსავლიანობის ზრდასთან, სოფლის მეურნეობის სტაბილურ განვითარებასთან და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებასთან.


სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტების მერები, სოფლების რწმუნებულები  და ადგილობრივი მოსახლეობა  ესწრებოდნენ.