გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კრწანისში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა

1-03-2026

კრწანისში, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა.


კურსის ფარგლებში უმცროსმა ოფიცრებმა შეისწავლეს: ავიაციის საფუძვლები, საჰაერო და თავდაცვის სისტემების საფუძვლები, საავიაციო ოპერაციები, საჰაერო თავდაცვის ოპერაციები და საბრძოლო მომზადების ორგანიზება. სწავლის პროცესი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს.


კურსანტებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკული მეცადინეობა განეხორციელებინათ უშუალოდ საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ტექნიკის გამოყენებით. კურსის ხანგრძლივობა 20 კვირა იყო. 


კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ, საერთო საჯარისო ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ და საჰაერო თავდაცვის ბრიგადის მეთაურმა პოლკოვნიკმა გიორგი მუმლაძემ. მათ კურსის მონაწილეებს სწავლის დასრულება მიულოცეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ.