გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს საერთაშორისო კინომწარმოებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2-03-2026

მიმდინარე წლის 2 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ- მაიორმა კობა კობალაძემ ა(ა)იპ ,,საქართველოს საერთაშორისო კინომწარმოებელთა ასოციაციის'' დირექტორს, გიორგი ხაინდრავას უმასპინძლა.


შეხვედრის მიზანი, მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება გახლდათ, რომელსაც ხელი კობა კობალაძემ და გიორგი ხაინდრავამ მოაწერეს.


მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების ფარგლებში, გაუწიოს დახმარება კონომწარმოებელთა ასოციაციას და მასში შემავალ სუბიექტებს სამხედრო თემატიკის კინოს წარმოების პროცესში;

მემორანდუმის საფუძველზე, კინომწარმოებელთა ასოციაცია, თავის მხრივ, მზადაა, საზოგადოებაში მხედრული ტრადიციების განმტკიცების, სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ ვეტერანთა ღვაწლისა და დამსახურების სათანადო აღიარების ხელშეწყობისთვის; ასოციაცია, ასევე, სახელმწიფო სამსახურის საქმიანობის მხარდასაჭერად, უზრუნველყოფს სახელმწიფო სამსახურის ჩართულობასა და მასთან თანამშრომლობას შესაბამისი თემატიკის კინოს წარმოების პროცესში.


შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორი, კობა ლიკლიკაძე, ა(ა)იპ ,,საქართველოს საერთაშორისო კინომწარმოებელთა ასოციაციის''გამგეობის წევრები-ბექა ცინცაძე და ლადო ჩალათაშვილი.

წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.