გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პროკურატურამ ქრთამის მიცემის, დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

2-03-2026

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის მიცემის, დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე, სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელმა, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, თბილისში მდებარე ერთ - ერთი კომპანიის კუთვნილ ობიექტზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ, კომპანიის წარმომადგენელს ქრთამის სახით მოსთხოვა და შუამავლის დახმარებით გამოართვა 15 000 ლარი.


ასევე, იგივე საჯარო მოხელემ, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, თბილისში არსებული სხვა უკანონო სამშენებლო სამუშაოების მფარველობის სანაცვლოდ, მოითხოვა და ამ შემთხვევაშიც შუამავლის დახმარებით აიღო ქრთამი - 15 000 ლარი.


გამოძიების შედეგად დაკავებულია როგორც ქრთამის ამღები საჯარო მოხელე, ასევე ქრთამის მიმცემი და შუამავალი პირები.


დაკავებულ მოქალაქეს ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე, დაკავებულ საჯარო მოხელეს - დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ხოლო შუამავალ პირს კი - დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ქრთამის მიმცემისთვის 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო დანარჩენი ბრალდებულებისთვის 7 - დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.