გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მარნეულში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულებს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

2-03-2026

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მარნეულში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ორ ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 4 ივნისს მარნეულში წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, ბრალდებულებმა დაზარალებულის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღებიდან არაერთი გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.


დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ტარება) წარედგინა.


ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.