გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: 2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში იმ ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ უკვე განსაზღვრული ჰქონდათ

3-03-2026

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ოპოზიციის წარმომადგენლების ზურაბ ჯაფარიძისა და ეკა გიგაურის 2022 წლის განცხადებებს, სადაც ისინი ხალხსა და ხელისუფლებას რუსეთ-უკრაინის ომში მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებდნენ.


პაპუაშვილის განცხადებით, გლობალური კრიზისის დროს საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ 2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლების ხელისუფლებაში ყოფნის დროს აუცილებლად მოხდებოდა.


“გლობალური კრიზისების დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ 2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში იმ ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ უკვე განსაზღვრული ჰქონდათ”,- წერს შალვა პაპუაშვილი.