გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის შოუმენი უწოდა: მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ქვეყნის ფული დახარჯა უკრაინელი ბარნუმის (ზელენსკისთვის) ყველაფრის გადაცემაზე

3-03-2026

აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგი, არასდროს ყოფილა ასეთი მაღალი დონის ან საუკეთესო - როგორც დღეს მითხრეს, ჩვენ გვაქვს ამ იარაღის პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგი, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელში.


Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, ტრამპი აცხადებს, რომ ამ იარაღებით, შესაძლებელია, ქვეყანამ "სამუდამოდ" იომოს, აშშ-ის მარაგები შევსებულია და დიდი გამარჯვებისთვისაც მზად არის.


მან ასევე ჯო ბაიდენი დაადანაშაულა უკრაინისთვის ბევრი ძვირადღირებული იარაღის უკრაინისთვის უფასოდ გადაცემაში, ზელენსკი კი მე-19 საუკუნის ცნობილ ამერიკელ შოუმენ ფინეას ტეილორ ბარნუმს შეადარა.


"ომები შეიძლება „უსასრულოდ“ და ძალიან წარმატებითაც კი წარიმართოს მხოლოდ ამ მარაგებით (რომლებიც სხვა ქვეყნების საუკეთესო შეიარაღებაზეც უკეთესია!). უმაღლეს დონეზე კარგი მარაგი გვაქვს, თუმცა, ჯერ იქ არ ვართ, სადაც გვინდა ვიყოთ. დამატებით, მაღალი კლასის მრავალი შეიარაღება ჩვენთვის შენახულია საზღვარგარეთ. მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ქვეყნის ფული დახარჯა იმაზე, რომ ყველაფერი - ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადაეცა უკრაინის „ბარნუმისთვის“ (ზელენსკი!) და როცა ამდენი უმაღლესი დონის შეიარაღება უფასოდ გასცა, არც კი იზრუნა მის ჩანაცვლებაზე. საბედნიეროდ, მე პრეზიდენტობის პირველ ვადაში აღვადგინე სამხედრო ძალები და ამას ახლაც ვაგრძელებ. შეერთებული შტატები მომარაგებულია და მზად არის დიდი გამარჯვებისთვის!" - წერს დონალდ ტრამპი.