გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახალციხის მერია საახალწლოდ 45 000 ლარს დახარჯავს

10-12-2018

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო მზადება დაიწყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქუჩის მორთულობების, ტკბილეულისა და საახალწლო ღონისძიების ორგანიზების შესაძენად სამი ტენდერი გამოაცხადა.


გრილიანდების, სტრინგებისა და ნაძვის ხის სათამაშოებისთვის, ახალციხის მერია 16 413 ლარს დახარჯავს. საახალწლო განათებებით მოირთვება ქალაქ ახალციხის 13 სკვერი, ასევე სოფლები ვალე, სხვილისი, წყალთბილა, აწყური, აგარა, წნისი, მინაძე და მუსხი.


19 057 ლარია გამოყოფილი საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის. 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ყოველდღიურად 2 საათიანი კონცერტი გაიმართება ქალაქ ახალციხის ცენტრალურ პარკში ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით.


ტკბილეულის შესაძენად გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი არ შედგა და მერიამ ხელახლა 10 188 ლარზე გამოაცხადა. პრეტენდენტს მოეთხოვება 759 კგ. ტკბილეულის შეძენა. ამავე თანხაში გათვალისწინებულია 792 კგ. შაქრის შესყიდვა, რომელსაც სასურსათო პაკეტებთან ერთად 


pia.ge