გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ტყიბულში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

5-03-2026

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ტყიბულში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოიპოვა 17 კუბურ მეტრამდე სხვადასხვა სახეობის სამასალე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ავტომანქანით განახორციელა. საკარმიდამო ნაკვეთში აღმოჩენილია დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უნებართვო სანახშირე.


საამქროს ტერიტორიაზეა განთავსებული პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება.


ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.


„ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, სატყეო სამსახურების თანამშრომლები სისტემურ პატრულირებას ახორციელებენ. ამავდროულად, თანამედროვე ტექნოლოგიების - ვიდეოხაფანგებისა და დრონების საშუალებით უწყვეტად მიმდინარეობს მონიტორინგი. ტყის რეფორმის ფარგლებში წელს დამატებით იგეგმება სააგენტოს აღჭურვა. ყველა რესურსი მობილიზებულია იმისათვის, რომ შევძლოთ მინიმუმადე დავიყვანოთ კანონდარღვევის ფაქტები“, -აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა.