გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კობა კობალაძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლევან ღირსიაშვილს შეხვდა

5-03-2026

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ლევან ღირსიაშვილთან გამართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.


გენერალი კობა კობალაძე სტუმარს ესაუბრა იმ მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლებსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ვეტერანთა ჩართულობით ახორციელებს.


კერძოდ, ყურადღება გამახვილდა მოხალისეთა ორგანიზაციის ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის" ეგიდით სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობასა და გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში აქტიურად მიმდინარე შეკრებებზე, რომელთა ფარგლებში, მოსწავლეებსა და სტუდენტებს, შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ საცეცხლე მომზადება, დრონების მართვა, პირველადი სამედიცინო დახმარება, ტოპოგრაფია და კიბერუსაფრთხოება.


ლევან ღირსიაშვილმა გამოხატა მხარდაჭერა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და განათლების სამინისტროს შორის ურთიერთობის შემდგომ გარღმავებაზე და გამოთქვა სურვილი, რომ უახლოეს მომავალში პირადად ესტუმროს გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს.