გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ხაშურში, მდინარე სურამულა იწმინდება

10-12-2018

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების - სატივეს, გომის და ხიდისყურის ტერიტორიაზე მდინარე სურამულას წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია მდინარის 15 კმ- იანი მონაკვეთის გაწმენდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.


მიმდინარე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე აკვირდებიან ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც, რათა პროექტით გაწერილი ვალდებულებები ზედმიწევნით იყოს შესრულებული.


„სრულდება მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი სამუშაოები. სატივე-გომი-ხიდისყურის ტერიტორიაზე გამავალი მდინარე სურამულა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას. იტბორებოდა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები. პროექტის განხორციელება უმნიშნველოვანესია კატასტროფის რისკის მართვის და შესაძლო სტიქიის პრევენციისთვის“, -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა.


სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულებისაა.


ipn.ge