გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა - მინისტრებმა რეგიონში არსებული ვითარება და მასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილეს

6-03-2026

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სატელეფონო საუბარი თურქ კოლეგასთან იაშარ გიულერთან გამართა.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.


ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა რეგიონში არსებული ვითარება და მასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილეს.


ირაკლი ჩიქოვანმა და იაშარ გიულერმა ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვეს და მზადყოფნა გამოხატეს, წვლილი შეიტანონ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.