გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის სრული რეაბილიტაცია ახალი წლიდან დაიწყება

10-12-2018

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია 2019 წელს იგეგმება.  მერიამ მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი უკვე შეიძინა-ამის შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ განაცხადა.  


მისი განცხადებით, პროექტი მომზადებულია საპროექტო კომპანია შპს „გეოანალიტიკას“ მიერ საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე და ის  სააქტო-საკონფერენციო დარბაზის რემონტს, ხელნაწერთა და ძირითადი ფონდის დარბაზის რეაბილიტაციას, მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებში დაცული ექსპონატებისთვის ვიტრაჟების მოწყობას, ანტრესოლის მოწყობას, სამუშაო ოთახების რეამონტს, სველი წერტილების მოწყობას, ლიფტის მონტაჟს, გარე პერიმეტრზე კიბის და ფეხმავალი ბილიკის მოწყობას, შენობაში ვენტილაციის, კლიმატკონტროლის და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მონტაჟს, საინჟინრო კომუნიკაციების ნორმების შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.  


შენობის რეაბილიტაციის შემდეგ სართულები დაკავებული იქნება: საქსპოზიციო ვესტიბულით, გასახდელით, ოფისებით, არქივით, სანიტარული კვანძებით, ლიფტით, დამხმარე ფართით. 


პროექტის ღირებულებაა 1 438 000 ლარი. 


guriismoambe.com