გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რაკლი კობახიძე: 2018 წლის შემდეგ ვერავითარი მიწა ვერ გაიყიდებოდა უცხოელებზე, რადგან ჩავკეტეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებზე, რასაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა

8-03-2026

როდესაც საუბარია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, 2018 წლის შემდეგ ვერავითარი მიწა ვერ გაიყიდებოდა უცხოელებზე, რადგან მთლიანად ჩაკეტილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიწებზე დანიშნულების შეცვლაც ძალიან მკაცრად კონტროლდება.


„ჩვენ ჩავკეტეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებზე, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. მიწებზე დანიშნულების შეცვლას ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ. მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალეა, იუსტიციის სამინისტროც გამჭვირვალედ მუშაობს, შეგვიძლია, ერთად გადავამოწმოთ კონკრეტული ფაქტები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.