გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

''კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ვეტერანთა ღირსეულ, უკვე თქვენ საკუთარ ოჯახში,''- კობა კობალაძემ ჟურნალისტ ქალბატონებს, 8 მარტი ომის მონაწილის სტატუსის მინიჭებით მიულოცა

8-03-2026

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიღება გამართა და იმ ჟურნალისტ ქალბატონებს უმასპინძლა, რომლებიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, თუმცა, ომის მონაწილის სტატუსს ოფიციალურად არ ფლობდნენ.

''კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ვეტერანთა ღირსეულ, უკვე თქვენ საკუთარ ოჯახში,''- ასე მიესალმა ქალბატონებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე. მან, სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია და ესაუბრა სამსახურის ჩამოყალიბების ისტორიაზე, განვითარების დინამიკაზე, ადმინისტრაციულ მოწყობაზე, იმ სოციალურ თუ ჯანდაცვის პროექტებზე, რომელთაც სამსახური, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ახორციელებს. ისაუბრა საერთაშორისო თანამშრომლობაზე და პარტნიორი ქვეყნების თანადგომაზე, რაც სამსახურის ბენეფიციართა წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე მნიშვნელოვანია. ყურადღება გაამახვილა სამომავლო გეგმებზე და იმ ამოცანებზე, რომელთა გადაჭრისთვის, საზოგადოებისა და მედიის ჩართულობა აუცილებელია:

'' თქვენ, ჩვენ გმირ მეომრებთან ერთად, ღირსეულად იბრძოდით კამერით, კალმით, ფოტოაპარატით ხელში და ბევრჯერ სიცოცხლის რისკის ფასად უკვდავყოფდით ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის დაუვიწყარ წამებს, კადრებს, ქმნიდით მატიანეს და მომავალ თაობებს შემოუნახეთ სამშობლოსთვის თავგანწირული ბრძოლის, თავდადების უამრავი ისტორია, რითაც ასე ვამაყობთ დღეს. მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ დღევანდელი დღე და დამსახურებული ჯილდო_ ჩვენი ქვეყნის ვეტერანის სტატუსი, რასაც უდაოდ იმსახურებს თითოეული თქვენგანი. გისურვებთ, თქვენი ნიჭი, ძალისხმევა ერთიან, ძლიერ მშვიდობიან საქართველოს მოახმაროთ და დიდი სიხარულით, კიდევ ერთხელ გეტყვით-''კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ვეტერანთა ღირსეულ, უკვე თქვენ საკუთარ ოჯახში,''_განაცხადა კობა კობალაძემ და სტუმრებს, ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობები და სამახსოვრო საჩუქრები, მოადგილეებთან ერთად, პირადად გადასცა, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და მათ მშვიდობა და წარმატებები უსურვა.


ინფორმაციითვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობის, პირადად კობა კობალაძის ძალისხმევით და საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარის, გიორგი მამაცაშვილის უშუალო ჩართულობით , შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ, 17 ჟურნალისტ ქალბატონს, ომის მონაწილის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.
#ვეტერანები