გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კასპის სოფელ ქვემო გომში შიდა სასოფლო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

9-03-2026

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში შიდა სასოფლო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 1 183 გრძივი მეტრია.


პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ეზოში შესასვლელები ლითონის ცხაურებით.


ამჟამად გზის მონაკვეთზე პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.


ვახტანგ მაისურაძის თქმით, განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ადგილობრივების კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.

#ინფრასტრუქტურაკასპი2026