გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სარწყავი წყლის მომხმარებლები სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ

9-03-2026

ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით,  მთავრობამ  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფის სუბსიდირების    შესახებ განკარგულება გამოსცა.


სარწყავი წყლით მოსარგებლე გაუმრიცხველიანებელი  წყალმომხმარებლებისთვის ირველი მორწყვის  ოპერაციის ღირებულება ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში შეადგენს 116.5486 თეთრს (დღგ-ის ჩათვლით) 1 ჰექტარზე, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში 102.0110 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).


მეორე, მესამე და მეოთხე მორწყვის ღირებულება სრულად სუბსიდირდება სახელმწიფოს მიერ. 1 წლიანი კულტურები - 349,6458 ლარით, ხოლო მრავალწლიანი კულტურები- 306,03 ლარით).


4 მორწყვის ოპერაციის შემდეგ, დამატებითი (მეხუთე და შემდგომი) მორწყვის მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების საფასურს  მომხმარებელი მოქმედი ტარიფის შესაბამისად გადაიხდის.


„საქართველოს მელიორაცია“ მოუწოდებს მომხმარებლებს,  დროულად გააფორმონ წყალსარგებლობის განრიგი და ჩაერთონ  სუბსიდირების პროგრამაში .

წყალმომხმარებლებთან სამელიორაციო მომსახურებაზე დროულად გაფორმებული წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება უზრუნველყოფს წყლის რესურსის სწორად მართვას,  სტაბილურ მიწოდებასა და  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების გარანტირებულ მორწყვას.