გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რუსთავის #24 ქართული გიმნაზიის დირექტორი თანამდებობას ტოვებს

10-12-2018

რუსთავის #24 ქართული გიმნაზიის დირექტორი მანანა გოგოლაძე თანამდებობას ტოვებს. tv4-ს ინფორმაცია თავად გოგოლაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, მან ორი დღის წინ შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა სკოლის სამეურვეო საბჭოს.


მანანა გოგოლაძის თქმით, მან გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მიიღო და მის მიმართ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ზეწოლას და მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.


,,ქრონიკა” საკითხთან დაკავშირებით რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაუკავშირდა. თამარ ხეჩიკაშვილმა TV4-თან საუბარში ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა ,რომ მანანა გოგოლაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს თანამდებობას.


როგორც "ქრონიკას” სანდრო წყარომ განუცხადა, შესაძლოა #24 ქართული გიმნაზიის დირექტორის თანამედობობა #7 საჯარო სკოლის დირექტორმა ლია ჯღარკავამ დაიკავოს. ინფორმაცია რესურცენტრში tV4-ს არ დაუდასტურეს. თამარ ხეჩიკაშვილის თქმით, რუსთავის ყველა საჯარო სკოლის დირექტორი საკუთარი უფლებამოვალეობის შესრულებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.


tv4.ge