გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პრემიერი ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებზე: ეს დებატები აბსოლუტურად უინტერესოა, როდესაც საუბრობენ პოლიტპატიმრებზე, ყველამ იცის, რომ შედგა რევოლუციის 5 წარუმატებელი მცდელობა 4 წლის განმავლობაში, ასეთ დროს,  პოლიტპატიმრებზე საუბარი  სამარცხვინოა

9-03-2026

ეს დებატები აბსოლუტურად უინტერესოა ჩვენთვის, როდესაც საუბრობენ პოლიტიკურ პატიმრებზე, ყველამ იცის, რომ შედგა რევოლუციის 5 წარუმატებელი მცდელობა 4 წლის განმავლობაში, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტში „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების" რეჟიმის ქვეშ" სახელწოდებით დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის ევროპულ ბიუროკრატიაში ჩამოყალიბებული.


„ეს დებატები აბსოლუტურად უინტერესოა ჩვენთვის. როდესაც საუბრობენ პოლიტიკურ პატიმრებზე, ყველამ იცის რომ შედგა რევოლუციის 5 წარუმატებელი მცდელობა 4 წლის განმავლობაში. ასეთ დროს, რომ ვიღაცა კიდევ საუბრობს პოლიტიკურ პატიმრებზე, ეს უბრალოდ სამარცხვინოა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის ევროპულ ბიუროკრატიაში ჩამოყალიბებული", - განაცხადა პრემიერმა.