გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს სარწყავი წყლით მომსახურების დავალიანება ჩამოეწერება

9-03-2026

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული განკარგულების მიხედვით, 1-ელი აპრილიდან საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების  წესი ამოქმედდება.  


განსაკუთრებული პირობებია გათვალისწინებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში. 2026 წელს სახელმწიფო სრულად დაუსუბსიდირებს მორწყვის ყველა ოპერაციას  ფერმერებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და საირიგაციო მომსახურებას იღებენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში. 


ამასთან, აღნიშნულ ტერიტორიებზე გაწეული მორწყვის მომსახურების 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანება სრულად ჩამოიწერება.