გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

10-03-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბელორუსის, ეგვიპტის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ნიგერიის, რუსეთის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ჩეხეთის, ჩინეთისა და თურქეთის - ჯამში 74 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.