გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

არაგვის დაცული ტერიტორია შეიქმნება

10-12-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, დაცული ლანდშაფტის სახით არაგვის დაცული ტერიტორია შეიქმნება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.


„იქმნება არაგვის დაცული ტერიტორია, დაცული ლანდშაფტის სახით. მართვა და პროექტები ერთობლივად განხორციელდება მუნიციპალიტეტსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ. გუდამაყარში, ფშავსა და პირიქითა ხევსურეთში იქმნება დაცული ლანდშაფტი, რომელიც ეკოტურიზმის განვითარების საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა.


რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია იზრდება.


imedinews.ge