გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაშავებული ფრინველები - ყანჩა და „წითელი ნუსხით“ დაცული შურთხი გადაარჩინეს

11-03-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ ხაზზე (153) შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან დაჭრილი ყანჩა თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადმოიყვანეს.


„წითელი ნუსხით“ დაცული სახეობა შურთხი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შსს ყაზბეგის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იპოვეს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს გადასცეს. მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ფრინველი დროებით თბილისის ზოოლოგიურ  პარკს მიაბარეს.


ორივე ფრინველს ზოოლოგიურ პარკში შესაბამისი ვეტერინარული დახმარება გაუწიეს.


გამოჯანმრთელების შემდეგ ფრინველები ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს დაუბრუნდა - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყანჩა კრწანისის ტყე-პარკში, შურთხი კი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გაუშვეს.  


„გარემოსდაცვითი კონტროლის დროს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნაპოვნი დაზიანებული ფრინველი ან ცხოველი, შეიძლება იყოს სამართალდარღვევის ობიექტი. სწორედ ამიტომ, დეპარტამენტი თითოეული მსგავსი ფაქტის შესწავლას ახდენს. დაზიანებული ფრინველი ან ცხოველი დეპარტამენტის თანამშრომლებს ზოოპარკში გადაჰყავთ, სადაც მათ სათანადო მკურნალობას უტარებენ. გამოჯანმრთელების შემდეგ კი, სახეობებს ველურ ბუნებას ვუბრუნებთ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაზიანებული ფრინველებისა და ცხოველების  გადარჩენა, არც  თუ იშვიათად გვიწევს“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის  ცხოველთა სამყაროს კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი ქურციკაშვილმა.