გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ტელეფონით ესაუბრა

11-12-2018

საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან, მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

 

საუბრისას სახელმწიფო მდივანმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, სახელმწიფო საქმეში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი ვიზიტს აშშ-ში უახლოეს მომავალში განახორციელებს.

 

მაიკ პომპეომ სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ აშშ მხარს უჭერეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.