გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 22%-ით გაიზარდა

11-03-2026

2026 წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 38 მლნ აშშ დოლარის ალკოჰოლური სასმელები, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია (6 მლნ აშშ დოლარი). მათ შორის, ექსპორტირებულია 20 მლნ აშშ დოლარის 6.5 მლნ ლიტრი ღვინო, რომლის ღირებულება 23%-ით, რაოდენობა კი 21%-ით გაიზარდა.


მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სპირტიანი სასმელების საშუალო საექსპორტო ფასი 15%-ით, ხოლო ღვინის 2%-ით გაიზარდა.


სპირტიანი სასმელების ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, ევროკავშირი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ხოლო ღვინის - რუსეთი, ევროკავშირი, უკრაინა, ჩინეთი, აშშ, ყაზახეთი, ბელარუსი და სხვა ქვეყნები.