გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

Reuters: აშშ-ის დაზვერვის თქმით, ირანის მთავრობის ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს

12-03-2026

აშშ-ის და ისრაელის თითქმის ორკვირიანი დარტყმების მიუხედავად, ირანის ხელმძღვანელობა სრულ კონტროლს ინარჩუნებს. ინფორმაციას Reuters-ს აშშ-ის დაზვერვის შეფასებებზე დაყრდნობით ავრცელებს.


დაზვერვის ანგარიშები მიუთითებს, რომ ირანის ძალაუფლების სტრუქტურა აგრძელებს ფუნქციონირებას.


ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და დროებითი ლიდერები კვლავ აკონტროლებენ სიტუაციას და ექსპერტთა ასამბლეამ უკვე დანიშნა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ახალ უზენაეს ლიდერად.


მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა არ გამორიცხა ირანში ამერიკული ჯარების განლაგების შესაძლებლობა, არ არის წარმოდგენილი მკაფიო გეგმა, თუ როგორ შეიძლება მხოლოდ ამჟამინდელმა კამპანიამ დაამხოს ირანის მთავრობა.