გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

12-03-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. 


სოფელ ყიზილაჯლოს მიმდებარედ, მოქალაქემ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 335 კუბური მეტრი მოცულობის ბაზალტის ქვა.

სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2 ათასი ლარია.


ვინაიდან ფაქტი შეიცავს  სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.


ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების აღკვეთა, გამოვლენა და პრევენცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით,   დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.  შედეგად, მხოლოდ ქვემო ქართლის სამოქმედო ტერიტორიაზე, რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2025 წელს, წიაღის უკანონო მოპოვებისა და წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევის 100-მდე ფაქტი გამოავლინეს. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის პირობების კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2025 წლის ივნისიდან ახორციელებს.