გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა, მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი ქ

12-03-2026

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა, მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მისივე თქმით, ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რომ შეინარჩუნოს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა.


„კიდევ ერთხელ უნდა გამოვეხმაუროთ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. ეს მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა და ამ ურთულეს ვითარებაში, რომელიც არის შექმნილი ჩვენი ქვეყნის გარშემო, ბუნებრივია, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა. მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე,"- აღნიშნა პრემიერმა.