გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

12-03-2026

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.


„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 22 ივნისს ლაგოდეხში ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა ორ პირზე, რა დროსაც გასაშველებლად მისულ დაზარალებულს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.


სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ცემა, ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.