გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმი „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონის გაუქმებას ითხოვს - "ეს ეხება გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების აკრძალვას და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ნიშნის შეცვლის აკრძალვას"

12-03-2026

ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმების რეკომენდაცია მიეცა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეუთო-სთვის მიუღებელია ერთნაირსქესიანთა ცნებების პოპულარიზაციის აკრძალვა, ასევე, გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურებისა და სქესის ნიშნის აკრძალვა.


"გაუქმდეს კანონი „ოჯახური ღირებულებების შესახებ“. ეს ეხება (თუმცა არ შემოიფარგლება) ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებისა და ტრანსგენდერის იდენტობის გათანაბრებას ინცესტთან, ამ ცნებების „პოპულარიზაციის“ აკრძალვას (მათ შორის შეკრების მეშვეობით), გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების აკრძალვას და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ნიშნის შეცვლის აკრძალვას," - ნათქვამია მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომაზადებულ ანგარიშში.