13-03-2026
როგორც ჩანს, ევროპული სტანდარტით, ქართული სახელმწიფოებრიობა მაშინ იქნება სრულყოფილი, როცა საკანონმდებლო დონეზე ვაღიარებთ, რომ ბიოლოგია რუსული პროპაგანდაა, ხოლო ტრადიციული ოჯახი - შუა საუკუნეების გადმონაშთი და რეგრესი. პასპორტში სქესი მხოლოდ განწყობაზე უნდა იყოს დამოკიდებული, ბავშვს საბავშვო ბაღიდანვე უნდა ავუხსნათ, რომ დედა და მამა მხოლოდ „ობიექტი #1“ და „ობიექტი #2“-ია და რომ ძილიოს წინ უნდა იფიქროს იმ არჩევანის ტავისუფლებაზე, თუ რა მაგარია, როცა დღეს გეი ჟირაფი ხარ, ხვალ ტრანსგენდერი ასტრონავტი, ზეგ კი ბისექსუალი პანდა, - წერს ჟურნალისტი დათა გვასალია, რომელიც ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს აფასებს.
როგორც გვასალია აცხადებს, ეს დოკუმენტი არა რეფორმების გეგმა, არამედ „პოლიტიკური ლობოტომიის“ მორიგი მცდელობაა და ჰგავს სიტუაციას, როცა განაჩენი უკვე გამოტანილია და მოსამართლე გთხოვს, იმ დანაშაულის პოვნაში დაეხმარო , რისთვისაც უნდა დაგსაჯონ.
„ორიოდე სიტყვა „მოსკოვის მექანიზმზე“:
როდესაც გეუბნებიან, რომ „აქლემი ხარ“, მთავარია, არ დაიწყო იმის მტკიცება, რომ კუზი არ გაქვს - იმიტომ, რომ თავად „ექსპერტებს“ უკვე აქვთ გამზადებული სახაზავი თქვენი კუზის მოსაზომად.
გაყვეთ პუნქტებს, რა უნდათ:
მოთხოვნა, რომ ჩატარდეს გამოძიება არჩევნებზე, რომლის ხარვეზებზეც ერთი არგუმენტიც კი ვერ მოვისმინეთ, ჰგავს სიტუაციას, როცა განაჩენი უკვე გამოტანილია და ახლა მოსამართლე გთხოვს, დაეხმარო იმ დანაშაულის პოვნაში, რისთვისაც უნდა დაგსაჯონ - არადა ასეთი არ არსებობს, ერთი ფაქტიც კი.
პარტიების აკრძალვის თავი განსაკუთრებით სასაცილოა იმ ფონზე, რომ მას ხმარს უჭერს გერმანია, რომელიც ყველაზე რეიტინგულ AFD-ს დღემდე ავიწროებს და აკრძალვაც არაერთხელ დაუპირა, მოლდოვა, სადაც ოპოზიცია აღარ არსებობს, ვინც არსებობს ან იჭერენ, ან აშინებენ - ოღონდ რადიკალიზმის გამო კი არა, ან ლეგიტიმაციის არაღიარების გამო, ან ძალადობრივ პროცესებში მონაწილეობსი და დამხობის მცდელობის გამო, არა - მხოლოდ სანდუს შეხედულებების გამო, რადგან ისინი პრორუსებად მიაჩნია - ფაქტები არ აქვს, მაგრამ ხომ მიაჩნია?! უკრაინამც დაუჭირა მხარი ამ დოკუმენტს - იქ რა ხდება ისედაც ნათელია ყველასთვის - რაის ოპოზიცია და რაის განსხვავებული აზრი - ეგ რა ცნებებია, დიდი ხანია აღარ ახსოვთ.
გააუქმეთ გამჭვირვალობის კანონი: ანუ, ფული, რომელიც დასავლეთიდან მოდის, არის „ზეციური მანანა“ და მისი წარმომავლობის კითხვაც კი მკრეხელობაა, მაგრამ თავად ევროკავშირი იღებს.
და ბოლოს, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი გააუქმეთ - თურმე ეს დემოკრატიას ძირს უთხრის, ევროპულ პერსპექტივას ხომ საერთოდ ასამარებს.
როგორც ჩანს, ევროპული სტანდარტით, ქართული სახელმწიფოებრიობა მაშინ იქნება სრულყოფილი, როცა საკანონმდებლო დონეზე ვაღიარებთ, რომ ბიოლოგია რუსული პროპაგანდაა, ხოლო ტრადიციული ოჯახი - შუა საუკუნეების გადმონაშთი და რეგრესი.
პასპორტში სქესი მხოლოდ განწყობაზე უნდა იყოს დამოკიდებული, ბავშვს საბავშვო ბაღიდანვე უნდა ავუხსნათ, რომ დედა და მამა მხოლოდ „ობიექტი #1“ და „ობიექტი #2“-ია და რომ ძილიოს წინ უნდა იფიქროს იმ არჩევანის ტავისუფლებაზე, თუ რა მაგარია, როცა დღეს გეი ჟირაფი ხარ, ხვალ ტრანსგენდერი ასტრონავტი, ზეგ კი ბისექსუალი პანდა.
მოკლედ, ეს არ არის რეფორმების გეგმა, ეს არის „პოლიტიკური ლობოტომიის“ მორიგი მცდელობა და ამ მცდელობაზე პასუხი ცალსახაა. არავინ აპირებს ამტკიცოს რომ კუზი არ აქვს ან არ იფურთხება, მხოლოდ იმიტომ რომ აქლემობას აბრალებენ, ხოლო ის ხალხი, ვინც ერთმანეთს ასწრებს „ქულების მიწერას“ - ჩვენი დამსახურებაა ეს დოკუმენტიო - იმ ფსკერსაც ხვრეტენ, სადაც ახლა განისვენებენ“ - წერს დათა გვასალია.
17-01-2026