გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერი GORBI-ის კვლევაზე: საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით

14-03-2026

საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც, უსაფრთხოების კუთხითაც გამორჩეულია ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს GORBI-ის კვლევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.


მისივე თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რასაც ყველა რეიტინგი აჩვენებს.


„ეს კვლევა საინტერესოა და ზოგადად, ყველა ინდექსი, რეიტინგი შეგიძლიათ ნახოთ - საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც, უსაფრთხოების კუთხითაც გამორჩეულია ჩვენი ქვეყანა. საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რასაც ყველა რეიტინგი აჩვენებს და ეს კვლევაც არის ამის გამოხატულება,"- აღნიშნა პრემიერმა.