გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა დაათვალიერა

14-03-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა დაათვალიერა.


პრემიერი უკვე დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად გაეცნო.


ოლიმპიური სტანდარტების, 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ძირითადი აუზის გარდა, მოეწყობა სამი საბავშვო საცურაო აუზი.


პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა და ფუნქციონირებს 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის არენა.


პროექტის ჯამური ღირებულება 54 მილიონი ლარია.