გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

შიდა ქართლის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

15-03-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძვირადღირებული სამშენებლო დანადგარის ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, ერთ-ერთი კომპანიის ბალანსზე არსებულ ვულკანური წიდის საფქვავ დანადგარს. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, კომპანიას 115 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა.


საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დაადგინეს და ბრალდებულების სახით დააკავეს.


პოლიციამ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ძვირადღირებული დანადგარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.


დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.