15-03-2026
ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი აცხადებს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (CIA) მის პირად კომუნიკაციებს აკონტროლებს, რაც, შესაძლოა მისთვის ფედერალური დანაშაულის დაბრალების მცდელობის ნაწილი იყოს.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ფოკუსირებულია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ (FARA), რომელიც უცხოური სუბიექტების სახელით მოქმედ პირებს მათი აქტივობის გასაჯაროებას ავალდებულებს. კარლსონმა უარყო ბრალდებები და აღნიშნა, რომ ის „მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულია. მან ხაზი გაუსვა, რომ გლობალურ ფიგურებთან კომუნიკაცია მისი ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილია.
კარლსონმა გაიხსენა 2021 წლის ინციდენტი, როდესაც, მისი თქმით, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ (NSA) ხელში ჩაიგდო მისი მიმოწერები, რომლებსაც ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუს მოსაპოვებლად აწარმოებდა. მისი თქმით, ეს შეტყობინებები New York Times-ს ინტერვიუს ჩაშლის მიზნით მიაწოდეს.
მან თვალთვალი დაახასიათა, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანების საჯაროდ დასამცირებლად და ამერიკელებზე გაფართოებული კონტროლის გასამართლებლად ხშირად გამოიყენება.
„ომის დროს ქვეყნები უფრო ავტორიტარულები ხდებიან. საკუთარ ქვეყანაში განსხვავებული აზრის მიმართ გაცილებით ნაკლები ტოლერანტობაა. ირონია იმაში მდგომარეობს, რომ აშშ იბრძვის ომებში თავისუფლებისთვის, მაგრამ სწორედ ომის დროს არის აქ თავისუფლება ყველაზე ნაკლები“, - განაცხადა კარლსონმა.
კარლსონი დარწმუნებულია, რომ ოფიციალურად ბრალს არ წაუყენებენ, თუმცა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი სიფხიზლის აუცილებლობას სადაზვერვო სააგენტოების ქმედებებთან დაკავშირებით. მან გააფრთხილა საზოგადოება, რომ შიდა აქტორებმა, რომლებსაც აქვთ „პირადი ინტერესები და წყენა“, შესაძლოა კვლავ ბოროტად გამოიყენონ ძალაუფლება იდეოლოგიური მიზნებისთვის.
17-01-2026