15-03-2026
ყაზახეთში, ახალი კონსტიტუციის მიღების საკითხზე დღეს დილიდან რეფერენდუმი მიმდინარეობს. ბიულეტენში მხოლოდ ერთი შეკითხვაა: ეთანხმებიან თუ არა მოქალაქეები ახალ კონსტიტუციას, რომელიც 2026 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნდა.
ახალი კონსტიტუციის პროექტი მოქმედი კონსტიტუციის მთლიანი ტექსტის დაახლოებით 40%-ს ცვლის, საიდანაც თითქმის 70% ეხება ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობის სისტემას. როგორც ცნობილია, მთავარი ცვლილებები ეხება სახელმწიფო მართვის სისტემას: ორპალატიანი პარლამენტის ნაცვლად შემოდის ერთპალატიანი ყურულთაი, რომლის 145 დეპუტატი პარტიული სიებით უნდა აირჩეს ხუთი წლის ვადით. რაც შეეხება მოქმედ შერეულ საარჩევნო სისტემას, ის გაუქმდება.
აღსანიშნავია, რომ სხვა შეთავაზებულ სიახლეებს შორისაა: ყაზახეთის კონსტიტუციის უპირობო უპირატესობა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებზე; ქორწინების განსაზღვრა, როგორც მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი; საპროტესტო აქციების შეზღუდვა იმ შემთხვევაში, თუ ისინი საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ მორალს ემუქრება.
17-01-2026