გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება

16-03-2026

ტემპერატურის მატებასთან ერთად, მოზამთრე ფაზიდან გამოსული აზიური ფაროსანა საცხოვრებელი სახლებიდან გარეთ ინაცვლებს და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებას იწყებს. დროული რეაგირებისა და რისკის პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იწყებს.

 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის  მართვის ცენტრ გამართულ შეხვედრაზე  ცენტრის ხელმძღვანელმა დავით აშორდიამ რეგიონების ჯგუფის უფროსებთან მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა განიხილა.

 

ინტენსიურ წამლობების დაწყებამდე, სააგენტოს სპეციალისტები „მონიტორინგის ხაფანგების",   „მოიზიდე და გაანადგურე სადგურების", ფერომონიანი ხაფანგების განთავსებას იწყებენ. მონიტორინგის შედეგად კი, შემდეგ ეტაპზე, დასავლეთ საქართველოს  ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულში წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურებით მეთოდით დაიწყება. 

„წელსაც, წინა წლების მსგავსად, ჩატარდება მასშტაბური ღონისძიებები. სპეციალიზებული ტექნიკა სრულად არის მობილიზებული. ჩვენი პრიორიტეტია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა", - განაცხადა დავით აშორდიამ.

 

სამუშაო შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონიტორინგისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ონიანიც ესწრებოდა. ირაკლი ონიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გასულ წელს აჭარაში მავნებლის საწინააღმდეგოდ ჩატარებულმა მასშტაბურმა ღონისძიებებმა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზიანი  მინიმუმადე შეამცირა და ციტრუსის მოსავლის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობას, რაც კომპლექსური ღონისძიებების ეფექტიანობისათვის უმნიშვნელოვანესია. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, მავნებელთან ბრძოლის პარალელურად, მოსახლეობის ინფორმირებულობასაც აქტიურად გააგრძელებენ.