გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მარიამ ქვრივიშვილმა „სამსუნგის" დელეგაციასთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილა

16-03-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კორპორაცია „სამსუნგის" დელეგაციას შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილა.


შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კორეელ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, ბიზნეს-მეგობრული საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს, დაბალი გადასახადებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ. სტუმრები ასევე გაეცნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პრეზენტაციას ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ.


შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.