გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი: ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ძალიან მყარად ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და როგორიც არ უნდა იყოს ეს მცდელობები, მომავალშიც დავდგებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე

16-03-2026

ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ძალიან მყარად ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და როგორიც არ უნდა იყოს ეს მცდელობები, მომავალშიც დავდგებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ საქართველოზე ზეწოლისთვის ვიწრო პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცეს საბოლოოდ ეუთოს ეს დოკუმენტი მომავალში, როდესაც სხვა დოკუმენტები ან გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს ბრიუსელში.


„ჩვენ ამის მცდელობებს გამუდმებით ვხედავთ. ესეც არის ერთი მორიგი მცდელობა, თუმცა დღემდე ეს მცდელობები ვერ იყო შედეგის მომტანი და მომავალშიც ვერ იქნება. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ძალიან მყარად ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და როგორიც არ უნდა იყოს ეს მცდელობები, მომავალშიც დავდგებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. ძალიან იაფფასიანია ეს მცდელობები, რაც ძალიან კარგად ჩანს, თუნდაც იმ ტექსტიდან, რომელსაც ამოვიკითხავთ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.