გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში იქნებოდა სრული კოორდინაცია ადგილობრივ აგენტურასთან, ამაში ეჭვი არავის გვეპარება - ეს ჩანს იმ ტექსტიდანაც, რომელიც გამოქვეყნდა „მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის სახით

16-03-2026

„მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში იქნებოდა სრული კოორდინაცია ადგილობრივ აგენტურასთან, ამაში ეჭვი არავის გვეპარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, დავით ქაცარავას განცხადების შეფასებისას განუცხადა.


პრემიერის თქმით, ეს ჩანს იმ ტექსტიდანაც, რომელიც გამოქვეყნდა „მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის სახით.


„აგენტურა რომ იქნებოდა კოორდინაციაში, ეს არ არის გასაკვირი. ეს ჩანს იმ ტექსტიდანაც, რომელიც გამოქვეყნდა „მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის სახით. იქნებოდა სრული კოორდინაცია ადგილობრივ აგენტურასთან, ამაში ეჭვი არავის გვეპარება", - განაცხადა პრემიერმა.