გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვთავაზობთ აშშ-ს სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას, პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს

16-03-2026

ის პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ რეალურად მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა, დანარჩენი არის დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე და ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო აშშ-ს სთავაზობს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით.


„ჩვენი შეთავაზება იცით, რაც არის. ჩვენ ვთავაზობთ აშშ-ს სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას. ეს განაცხადი საჯაროდ გაკეთდა და ის პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ რეალურად მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა, დანარჩენი არის დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე და ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.