გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას: არსებობს ხატოვანი გამონათქვამი, იყავით და გაგეკეთებინათ, ვინ გიშლიდათ? თქვენ იყავით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ერთი პერიოდი ხელმძღვანელის მოვალეობასაც ასრულებდით

17-03-2026

თქვენს დროს ჩაიკეტა სამთავრობო აქტების საჯაროობა, თქვენ ჩაკეტეთ ეს ყველაფერი - რატომ? როდესაც არ გინდა, რომ რაღაც იყოს გამჭვირვალე, ე.ი. რაღაც გაქვს დასამალი, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-ის დებატებში პარტია „გახარია საქართველოსთვის" წევრს ბერდია სიჭინავას.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სწორედ მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის დღიდან გახდა სამთავრობო აქტები გამჭვირვალე.


„რაც შეეხება ბატონ ბერდია სიჭინავას მიერ დასმულ საკითხებს, არსებობს ხატოვანი გამონათქვამი, იყავით და გაგეკეთებინათ, ვინ გიშლიდათ. თქვენ იყავით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ერთი პერიოდი ხელმძღვანელის მოვალეობასაც ასრულებდით, თქვენ დროს ჩაიკეტა სამთავრობო აქტების საჯაროობა, თქვენ ჩაკეტეთ ეს ყველაფერი - რატომ? როდესაც არ გინდა, რომ რაღაც იყოს გამჭვირვალე, ე.ი. რაღაც გაქვს დასამალი.


ჩვენ გავხსენით სწორედ იმ დროს ჩაკეტილი სამართლებრივი აქტები. თქვენმა პარტიის თავმჯდომარემ და თქვენც იყავით ამის თანამონაწილე, ჩაკეტეთ სამთავრობო აქტების გამჭვირვალობა, რომელიც 2024 წლის 8 თებერვლიდან, ჩემი პრემიერ-მინისტრად საქმიანობის პირველივე დღეს მე გავხსენი. იყავით და გაგეკეთებინათ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.