გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ევროკომისიის პრესსპიკერი კითხვაზე, რა სახის დარღვევა ხდებოდა ყულევში: არ გამაჩნია შემთხვევის დეტალები, მაგრამ, როგორც წარმომიდგენია, ხორციელდებოდა ნავთობის რეექსპორტი

17-03-2026

ევროკომისიის პრესსპიკერმა შივონ მაკგარიმ ყულევის პორტის სასანქციო სიის პირველად ვერსიაში შეყვანის შესახებ განმარტება გააკეთა.


„როგორც გასულ კვირაში განვაცხადე, საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ შეწყვეტენ ამ რეექსპორტს და ჩვენ გულდასმით გავაგრძელებთ დაკვირვებას ამის პრაქტიკულ განხორციელებაზე“, - განაცხადა მან.


ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე: „როცა ამბობთ „რეექსპორტს“, გულისხმობთ, რომ რუსეთის ნავთობი შედიოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ისინი მას ხელახლა ყიდდნენ, როგორც ქართულ ნავთობს - ამას გულისხმობთ?“ ევროკომისიის პრესსპიკერმა უპასუხა: „არ გამაჩნია შემთხვევის დეტალები, მაგრამ, როგორც წარმომიდგენია, ასე ხდებოდა - ხორციელდებოდა ნავთობის რეექსპორტი ევროკავშირში“.