გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

17-03-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში.


სოფლებში, ობჩასა და საწაბლეში მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული. ტერიტორიებიდან ამოღებულია 1 ერთეული მურყანის (თხმელა) და 6 ერთეული „წითელი ნუსხის“  წაბლის სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი).


ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამართალდარღვევების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში უწყვეტად პატრულირებენ.  ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. პარალელურად, დეპარტამენტი, მათ შორის, დასავლეთის რეგიონული სამმართველო, აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. შედეგად, 2025 წლის განმავლობაში, მხოლოდ იმერეთში უკანონო ტყითსაგებლობის 245 ფაქტია გამოვლენილი. დალუქულია - 20 უკანონო სახერხი საამქრო.