გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ საზოგადოების წინაშე, რომ მთავრობა მუშაობს სუფთად და არ უშვებს არც ერთ კორუფციულ ფაქტს

17-03-2026

ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ საზოგადოების წინაშე იმასთან დაკავშრებით, რომ მთავრობა მუშაობს სუფთად და არ უშვებს არც ერთ კორუფციულ ფაქტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დებატების დასრულების შემდეგ განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, დებატების თემა იყო ძალიან საინტერესო, საქმე ეხებოდა კორუფციას და ასეთ ცხელ თემებზე ძალიან მნიშნელოვანია პოლიტიკური დებატების ფართოდ გაშლა, რადგან საზოგადოებას არ უნდა დარჩეს არავითარი კითხვის ნიშანი, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან თემებს ეხება საქმე.


„ჩვენ დავსვით ერთი მარტივი საკითხი - თუ რაიმე ფაქტი იქნება კორუფციასთან დაკავშირებით, მზად ვართ, ნებისმიერი ერთი ფაქტი განვიხილოთ და აუცილებლად გვექნება რეაგირება. საბოლოო ჯამში, დებატებშ გამოვლინდა, რომ დღეის მდგომარეობით, მთავრობის გასული 2 წლის საქმიანობას თუ ავიღებთ, ჩვენს ოპონენტებს არ ჰქონდათ არც ერთი ფაქტი კორუფციასთან დაკავშირებით, რაც არის იმის დასტური, რომ ჩვენ ვმუშაობთ სუფთად და ვფიქრობ, ეს არის ის მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება საზოგადოებამ გამოიტანოს ამ დებატებიდან", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.