გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

17-03-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბელორუსის, გერმანიის, ეგვიპტის, ზიმბაბვეს, თურქეთის, თურქმენეთის, იემენის, ინდოეთის, კონგოს, ნიგერიის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის - ჯამში 78 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.