გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კასპის მერმა ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან და სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

17-03-2026

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან და სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის, სოფლის წყალმომარაგების, სკოლამდელი აღზრდის, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე სამომავლო ღონისძიებები განიხილეს.


მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თითოეული თანამშრომლის ორგანიზებულ მუშაობასა და მაღალი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე. მან ასევე მოუწოდა ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს მეტი აქტიურობისა და ინიციატივის გამოვლენისკენ, რათა მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტები ეფექტიანად და დროულად განხორციელდეს.